სახელფასო პროქტის შექმნა

ბანკში ანგარიშის გახსნისა და კომპანიის რეესტრში დარეგისტრირების შემდეგ, შემდგომ  ნაბიჯს წარმოადგენს თანამშრომლების დაქირავება ფირმის შტატებში. ამისათვის, ფორმდება შრომითი კონტრაქტები და ჩამოყალიბდება სახელფასო პროქტი.

ნებისმიერი ორგანიზაციისათვის, სახელფასო პროექტი ითვლება გამომუშავებული საზღაურის გადახდის საუკეთესო მეთოდად. ეს ძალიან ხელსაყრელია როგორც მუშაკებისთვის, ისე კომპანიისთვისაც.

საქართველოს ბანკებში სახელფასო პროექტების გახსნისათვის, აუცილებელია გყავდეთ მინიმუმ 4 თანამშრომელი, რომელთაც სახელფასო ანაზღაურება ჩაერიცხებათ ერთ ბანკში.

პროექტის ყველა მონაწილემ უნდა მიმართოს ბანკს, წარადგინოს პასპორტი ან პირადობის მოწმობა. ანგარიშსწორების ანგარიშით სარგებლობა შესაძლებელია იმავე დღეს, ხოლო პლასტიკური ბარათი გაიცემა 3 სამუშაო დღის შემდეგ.

სახელფასო პროექტი საშუალებას იძლევა ისარგებლოთ ყველა თანამედროვე საბანკო პროდუქტებით შეღავათიანი პირობებით. სახელფასო პროექტის გაფართოება შეგიძლიათ კომპანიაში თანამშრომლების მომატების მიხედვით.

მოცემული მომსახურება უფასოა ორივე მხარისათვის.

სააგენტო „ეკაუნტინგ სერვისი“ კონსულტაციას გაგიწევთ თქვენ და თქვენს თანამშრომლებს სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხებთან დაკავშირებით.

ყველა სერვისი დაგვიკავშირდით